Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბიძინა ივანიშვილთან დებატებში


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ვანო მერაბიშვილი მზად არის მონაწილეობა მიიღოს დებატებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მმართველი პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისივე თქმით, იმედია ”ივანიშვილი არ გაექცევა გამოწვევას, დადებითად გამოეხმაურება ამ წინადადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუპირისპირდება ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. თაქთაქიშვილის განცხადებითვე, მერაბიშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს არა იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას მასთან კომუნიკაცია სიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ პატივს სცემს მოქალაქეთა ლეგიტიმურ ინტერესს პირდაპირი სატელევიზიო დებატებით გაიგონ განსხვავებული პოზიციები ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალის პრემიერობის კანდიდატებისგან.
XS
SM
MD
LG