Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: დიდია ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს


"ქართული ოცნების” ლიდერმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ პირდაპირ ტელედებატებში იწვევს საქართველოს პრეზიდენტს, რადგან რეალურად სწორედ ის ხელმძღვანელობს ხელისუფლებისა და ნაციონალურ მოძრაობის გაერთიანებას. ”თუ გაბედავს და მოვა დებატებში, არცერთ შეცდომას არ შევახსენებ სააკაშვილს, არ დავუსვამ უხერხულ შეკითხვებს და შემიძლია ვესაუბრო მხოლოდ პერსპექტივასა და ქვეყნის განვითარებაზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს და ამიტომ მზად არის დებატებისთვის მთავრობის და პარლამენტის წევრთა გაერთიანებულ გუნდთან, ვანო მერაბიშვილის მეთაურობით.
XS
SM
MD
LG