Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი პირი საქართველოს სთხოვს თავშესაფარს


უკრაინაში დაკავებულმა ადამ ოსმაევმა, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმისათვის მზადებაში, კიევს სთხოვა თავშესაფარი და უარის მიღების შემდეგ ახლა საქართველოს სთხოვს თაშესაფარს. ამის შესახებ იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები ოსმაევის მეუღლის, ამინა ოკუევასაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით. უკრაინის ხელისუფლებამ შეაჩერა რუსეთში ოსმაევის ექსტრადიციის პროცედურა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციით. ამ სასამართლოს მიმართეს ოსმაევის ადვოკატებმა, რომლებიც შიშობენ, რომ მათ კლიენტს რუსეთში წამება ემუქრება. ეთნიკურად ჩეჩენი ადამ ოსმაევი წელს, თებერვალში დააკავეს უკრაინის ქალაქ ოდესაში მას შემდეგ, რაც ხელნაკეთი ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოსმაევის ერთ-ერთი სავარაუდო თანამზრახველი. პუტინზე თავდასხმის სავარაუდო გეგმის შესახებ ცნობები პირველად გავრცელდა რუსეთში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
XS
SM
MD
LG