Accessibility links

logo-print

თურქმენეთში მეორე პარტია გამოჩნდა


თურქმენეთში ფორმალურად შეწყვიტა არსებობა ერთპარტიულმა სისტემამ. გუშინ ქვეყანაში მეორე პარტია შეიქმნა, რომელიც საქმიან წრეებზე იქნება ორიენტირებული. თუქრმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით პარტია აშხაბადში შეკრებილმა 300-ზე მეტმა დელეგატმა დააარსა. ელიან, რომ 2013 წელს პარლამენტში ახალი პარტიის წარმომადგენლებიც მოხვდებიან თუმცა, მიმომხილველების აზრით, ეს ავტორიტარული რეჟიმის საგრძნობ დემოკრატიზაციას არ გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG