Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ვიცე-პრემიერი: ასადის გადადგომა დიალოგის დაწყებამდე შეუძლებელია


სირიის ვიცე-პრემიერმა კადრი ჯამილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომა შეუძლებელია ნაციონალური შერიგების დიალოგის დაწყებამდე. თუმცა, მან არ გამორიცხა, ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა. ჯამილმა ეს განცხადება მოსკოვში, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ”გარეშე მოთამაშეებმა” უნდა შექმნან პირობები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დასაწყებად. ოფიციალურმა ვაშინგტონმა კი განაცხადა, რომ არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ჯამილის ნათქვამს. ”არაფერი ახალი არ მოგვისმენია” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.
XS
SM
MD
LG