Accessibility links

კალაძეს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა


"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახი კალაძეს დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. მის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყება, - უთხრეს "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ეროვნულ ბიუროში. უწყებაში იძულებითი აღსრულების ფორმები არ დაუკონკრეტებიათ. კახი კალაძის საბანკო ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს დააყადაღა. 10 აგვისტოს კი, აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის და მისი "ქართულ ოცნებაში" გადარიცხვის მოტივით, კალაძე 17 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდა. ჯარიმას სააღსრულებლო საფასურის სახით კიდევ 1 186 147 ლარი დაემატა. ამასთან, კალაძეს უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომობილები, საბანკო ანგარიშები და კომპანიების - "მაქს ბეტი" და "კალა კაპიტალი" 100%-იანი წილი დაუყადაღდა.
XS
SM
MD
LG