Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მეტ დროს ითხოვს მომჭირნეობის ზომებისათვის


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი მეტ დროს ითხოვს მომჭირნეობის მკაცრი ზომებისა და რეფორმების განსახორციელებლად. გერმანიის გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, სამარასი ამბობს, რომ საბერძნეთს დრო სჭირდება ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად და სახელმწიფოს შემოსავლების გასაზრდელად. ეს განცხადება მან გააკეთა ევროზონის წარმომადგენელ ჟან-კლოდ იუნკერთან დღევანდელ შეხვედრამდე, რასაც მიმდინარე კვირაშივე მოჰყვება შეხვედრები გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან. სამარასის ამოცანაა, საბერძნეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორისთვის განკუთვნილი ხარჯების შეკვეცას ორ წელიწადში 14,5 მილიარდი დოლარით. შესაბამისი ზომების მიღება არის პირობა მრავალმილიარდიანი დახმარების მორიგი ტრანშის მისაღებად. დახმარების გარეშე საბერძნეთს, რომელსაც დიდი ვალები აქვს, დეფოლტი ემუქრება.
XS
SM
MD
LG