Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მოკლეს ჩეჩენი მეამბოხეების ყოფილი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი


ცნობების თანახმად, სირიელი ოპოზიციონერების მხარეს ბრძოლაში დაიღუპა ჩეჩენი მეამბოხეების ყოფილი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი, რუსტამ გელაევი. ჩეჩენი ისლამისტების ვებსაიტ „კავკაზცენტრზე“ გამოქვეყნებული ცნობით, გელაევი, რომელიც 1988 წელს იყო დაბადებული, დაახლოებით 10 დღის წინ დაიღუპა სირიის მთავრობის ჯარებთან ბრძოლაში. ხოლო რუსტამ გელაევის მამა დაღესტანში მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა 2004 წლის თებერვალში, როცა გელაევი რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG