Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში მმართველი კოალიცია დაიშალა


ყირგიზეთში დაიშალა მმართველი კოალიცია. პარტია „ატა-იურტმა“ (მამულმა) ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ტოვებს კოალიციას, რაც ერთ დღეში მოჰყვა პარტია „არ-ნამისის“ (ღირსება) ასეთივე ნაბიჯს. ორივე პარტია პრემიერ-მინისტრ ომურბეკ ბაბანოვს ადანაშაულებს კოალიციური შეთანხმების არაერთხელ დარღვევაში. კოალიციის პრესმდივნის განცხადებით, მთავრობის წევრები განაგრძობენ მინისტრების მოვალეობის შესრულებას ახალი კოალიციის შექმნამდე. მმართველი კოალიცია ყირგიზეთში დეკემბრიდან მუშაობდა.
XS
SM
MD
LG