Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში მწვავდება სირიის კონფლიქტთან დაკავშირებული დაპირისპირება


ლიბანში ბოლო ორ დღეში 10-მდე ადამიანი შეიწირა სირიის კონფლიქტით გამწვავებულმა დაპირისპირებამ. ლიბანის საპორტო ქალაქ ტრიპოლიდან გავრცელებული ცნობებით, შეტაკებები მოხდა შიიტი ალავიტების უმცირესობასა და სუნიტ მუსლიმებს შორის. ალავიტებს მიეკუთვნებიან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მასთან დაახლოებული პირების დიდი ნაწილი მაშინ, როცა სუნიტები სათავეში უდგანან სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებას. სირიის კონფლიქტი სულ უფრო ამწვავებს ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას მეზობელ ლიბანშიც. დღეს გავრცელებული ცნობებით, ბოლო დღეებში 100-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა ტრიპოლიში. ხოლო სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ოთხშაბათს, სულ ცოტა, 11 სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა დამასკის ერთ-ერთ რაიონში მთავრობის ჯარების ოპერაციის შედეგად. ამ ინფორმაციას სირიელი ოპოზიციონერები ავრცელებენ.
XS
SM
MD
LG