Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი“ პაკისტანს მოუწოდებს, დაიცვას მკრეხელობაში ბრალდებული გოგონა


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალი“ პაკისტანს მოუწოდებს მკრეხელობის საწინააღმდეგო კანონების რეფორმისა და მკრეხელობაში ბრალდებული ქრისტიანი გოგონას დაცვისაკენ. 10-დან 13 წლამდე ასაკის გოგონა, რომელსაც, ცნობების თანახმად, დაუნის სინდრომი აქვს, ხუთშაბათს დააპატიმრეს ისლამაბადში, აღშფოთებული მუსლიმების მოთხოვნით - გოგონას ადანაშაულებენ ყურანის ტექსტიანი ფურცლების დაწვაში. "ამნესტი ინტერნეიშნალის" სამხრეთ აზიის განყოფილების დირექტორის, პოლი ტრასკოტის შეფასებით, ეს შემთხვევა ცხადჰყოფს პაკისტანის „კანონის უზენაესობის“ ეროზიას და საფრთხეს, რომლის წინაშეც მკრეხელობაში ბრალდებული პირები დგანან. პაკისტანში მოქმედი, მკრეხელობის წინააღმდეგ მიმართული კანონები ისლამის შეურაცხოყფისათვის მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG