Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა Gallup World-ის მიერ შარშან ჩატარებული კვლევის შედეგები


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა კომპანია Gallup World-ის მიერ შარშან ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს 143 ქვეყნის მოქალაქეებს შორის უსაფრთხოების განცდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების საშუალო მაჩვენებლი 57%-ია, ევროპის ქვეყნების - 65%, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაცულობის განცდა აქვს 51%-ს, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების შეგრძნება კი, 91%-ს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG