Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო აკრიტიკებს სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების განადგურების გეგმას


ეროვნული უმცირესობების საკითხში ეუთოს უმაღლესი კომისარი, კნუტ ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს მოუწოდებს, განმარტონ განცხადება, რომელიც ეხება რეგიონის ტერიტორიაზე ქართული სოფლების განადგურების გეგმას. ვოლებეკი ამ მოწოდებით გამოდის ოთხშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში. ტექსტში აღნიშნულია, რომ „ასეთი გეგმები, განხორციელების შემთხვევაში, მოსპობდა სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ ქართველთა სოფლების ისედაც მცირეოდენ ნარჩენებს“. ოთხშაბათს გავრცელებული პრესრელიზით ვოლებეკი გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის 14 აგვისტოს განცხადებას, რომ აპირებენ, გაანადგურონ სოფლები, რომლებშიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდნენ ეთნიკური ქართველები. ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს აფრთხილებს, რომ საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამოქალაქო პირებისა და მათი ქონების წინააღმდეგ რეპრესიებს და რომ სოფლების განადგურება, შესაბამისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, საერთაშორისო სამართლით, დანაშაულად ჩაითვალოს.
XS
SM
MD
LG