Accessibility links

ანგელა მერკელი მოლდავეთს ეწვია


ანგელა მერკელი და ვლად ფილატი

ანგელა მერკელი და ვლად ფილატი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოთხშაბათს მოლდავეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროპაში მოლდავეთის ინტეგრაცია ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. იქვე მერკელი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს საერთაშორისო ძალისხმევა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

გერმანიის კანცლერი ამ საკითხებს შეეხო კიშინიოვში, მოლდავეთის პერმიერ-მინისტრ ვლად ფილატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, ფილატი მიესალმა გერმანიის მიერ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებისადმი მხარდაჭერას და ბერლინს მოუწოდა მოლდავეთის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციების ჩადებისაკენ.

დნესტრისპირეთის რეგიონმა 1990 წელს გამოაცხადა მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც დაპირისპირება არ მოგვარებულა და ე.წ. გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG