Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მაღალჩინოსანმა საქართველოში ლენინიზმის ნიშნები დაინახა


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს , - ამის შესახებ მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიისას მნიშვნელოვანია, პარტიებმა ხალხს თავიანთი პროგრამები და იდეები წარუდგინონ. “ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია, მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა. ამ საზოგადოებაში არ არის მტრები. მნიშვნელოვანია, პარტიებმა აჩვენონ ხალხს თავიანთი პროგრამები და იდეები. საქართველო მნიშვნელოვანი ერია, მნიშვნელოვანი ადგილი კავკასიაში, დემოკრატიის შუქია და ჩვენ აქ ვართ ამ შუქის ხაზგასასმელად", - განაცხადა რიკარდო მილიორმა და იმედი გამოთქვა, რომ კონკურენტული, ენერგიული საარჩევნო კამპანიისთვის, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
XS
SM
MD
LG