Accessibility links

logo-print

ეუთოს დელეგაცია აუდიტისა და სასამართლოს საქმიანობაში პრობლემებს ხედავს


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო არაობიექტურობაზე საუბრობს ამის შესახებ 22 აგვისტოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კონკრეტულ ინსტიტუციებში, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით, გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება.
„ვხედავთ რამდენიმე პრობლემას - შეიძლება ეს იყოს არაობიექტურობა, სამართალდამცავი ინსტიტუტების მოქმედებებში, ძირითადად ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამ ინსტიტუტების მოქმედებები განვიხილეთ ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან და გავაფრთხილეთ, რომ ისინი მოქმედებენ "არანათელი" ინსტრუქციებით. ჩვენი შეშფოთების მეორე საკითხია სასამართლო. გვინდა ვიხილოთ ნათელი და ნაკლებად არაობიექტური ინსტრუქციებით მოქმედება და ნეიტრალური ჩარევა სხვადასხვა საქმეებში. საკმაო დროა ამ პრობლემების გასასწორებლად", - განაცხადა ტონინო პიცულამ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით თბილისს 20 აგვისტოს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა როგორც სახელისუფლებლო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორისი კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს.
XS
SM
MD
LG