Accessibility links

logo-print

დევიდ კამერონი იზიარებს სირიის საკითხზე ბარაკ ობამას პოზიციას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოზიციას იზიარებს და თვლის, რომ ეს ”სრულიად მიუღებელია”. კამერონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ განიხილავენ სირიის ოპოზიციისთვის დახმარების გაწევის გზებს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა სირიის ოპოზიციის ”ღიად წაქეზებაში” ხელში აეღოთ იარაღი ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად. გაეროს პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯეფრი ფელტმანმა განაცხადა, რომ ირანის მიერ სირიისთვის იარაღის მიწოდება ირანის იარაღის ექსპორტზე აკრძალვის აშკარა დარღვევად შეაფასა. სირიაში სამთავრობო ძალებმა დამასკის ორ გარეუბანში შეუტიეს მეამბოხეებს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა 35 მეამბოხეა მოკლული. ბრძოლა გრძელდება ალეპოშიც.
XS
SM
MD
LG