Accessibility links

მერკელი და ოლანდი საბერძნეთის კრიზისზე იმსჯელებენ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს ბერლინში შეხვდებიან ერთმანეთს და საბერძნეთის კრიზისზე იმსჯელებენ. ეს შეხვედრა წინ უსწრებს ორი ქვეყნის ლიდერების ცალ-ცალკე შეხვედრებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან. საბერძნეთის ლიდერს იმედი აქვს, რომ კრედიტორები მას მისცემენ უფლებას რეფორმები ორი წლის ნაცვლად ოთხ წელიწადში გაატაროს იმისათვის, რომ შეამსუბუზოს მისი ზეგავლენა მოსახლეობაზე. მერკელი აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს რეფორმების ვადის გახანგრძლივებას. ევროჯგუფის ლიდერმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ საბერძნეთს აქვს ბოლო შანსი თავიდან აიცილოს გაკოტრება, თუმცა, რეფორმებისთვის დროის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ე.წ. ”ტროიკის” მისიაზე, რომელიც ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებისგან შედგგება.
XS
SM
MD
LG