Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“: ალეპოში მოსახლეობა „საზარელი ძალადობის“ მსხვერპლია


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ამნესტი ინტერნეშნლი“ აცხადებს, რომ სირიის უდიდეს ქალაქ ალეპოში, მთავრობის და მეამბოხეთა რაზმების ბრძოლის დროს ადგილობრივი მოსახლეობა „საზარელი ძალადობის“ მსხვერპლია. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი გამოწვეულია მთავრობის ჯარის იერიშით, რომელიც იყენებს არაზუსტ იარაღს, საარტილერიო ჭურვებსა და ნაღმებს. ანგარიშის თანახმად, მსხვერპლი მოჰყვება მეამბოხეთა იერიშებს, თუმცა ისინი მოკლე მანძილზე მოქმედ მსუბუქ იარაღს იყენებენ. ანგარიშში წერია, აგრეთვე, რომ სახიფათოა სურსათის, პურისა და წყლის საშოვნელად გარეთ გასვლა. არაერთი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, სურსათისთვის რიგში დგომისას დაიხოცა.
XS
SM
MD
LG