Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ფერმერებს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ფერმერებს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გამოთქვა, ხელისუფლების დეცენტრალიზაციას შეეხებოდა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი კურსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება გამგებლების, საკრებულოებისა და სოფლის რწმუნებულებისთვის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებათა განაწილება, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებართვების, ლიცენზიების და სხვა რეგულაციის საკითხები ადგილზე გადაწყდება. მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი და მდიდარი გლეხია, ამიტომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერების მაქსიმალურად ხელშეწყობაა.
XS
SM
MD
LG