Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ათასობით ადამიანს აქვს დაკავებული ქალაქ ხორუგის მთავარი მოედანი


რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაიკავა მთავარი მოედანი ქალაქ ხორუგში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ რეგიონში. დემონსტრანტები ითხოვენ არეალიდან მთავრობის ძალების გაყვანას და რეგიონის მმართველების თანამდებიდან განთავისუფლებას. საპროტესტო გამოსვლა დაიწყო ოთხშაბათს, როცა მოკლეს 1990-იანი წლების ომის საველე მეთაური, მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი პირი. დემონსტრანტების თანახმად, მკვლელობამ გამოიწვია მთავრობასა და შეიარაღებულ რაზმებს შორის გასულ თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა. დემონსტრანტები მოითხოვენ ბადახშანის რეგიონში შეყვანილი დამატებითი სამთავრობო ჯარების გაყვანას და რეგიონის მმართველის, კოდირ კოსიმის გადაყენებას.
XS
SM
MD
LG