Accessibility links

logo-print

რუსეთში პოლიციამ 200 კილოგრამ ჰეროინს მიაკვლია


რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის უწყებამ გამოაცხადა, რომ მიაკვლია და ამოიღო 200 კილოგრამი ჰეროინი, რომელიც ავღანეთიდან მოსკოვში გადაჰქონდათ. უწყების ხელმძღვანელის, ვასილი იურჩენკოს თქმით, ხუთშაბათს პოლიციამ მიიღო ინფორმაცია ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშამბედან მოსკოვისკენ ჰეროინის ტრანსპორტირების შესახებ. მისივე თქმით, გამოაშკარავებულია დამნაშავეთა ჯგუფი, რომელსაც ნარკოტიკი რუსეთში შეჰქონდა.
XS
SM
MD
LG