Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სწრაფად ვრცელდება "დასავლეთ ნილოსის" ვირუსით დავადებულთა რიცხვი


აშშ-ში, იმ პირების რიცხვი, რომლებიც ეგრეთწოდებული „დასავლეთის ნილოსის" ვირუსით დაავადნენ, ბოლო კვირაში, 60 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ იუწყება აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. მხოლოდ ბოლო კვირაში დაავადებულთა რიცხვი 700-ია, მათგან 36 გარდაიცვალა. წელს დაავადებულთა ნახევარი ტეხასის შტატიდანაა, ვირუსი გავრცელდა 47 შტატში. ვირუსი ემართება პირველ რიგში ფრინველებს, ასევე ადამიანებს და ძუძუმწოვარ ცხოველებს.
XS
SM
MD
LG