Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში სექტემბრიდან გაასამართლებენ საიფ ალ-ისლამ კადაფის


ლიბიის პროკურატურის განცხადებით, მომავალ თვეში ქალაქ ზინტანში დაიწყება ქვეყნის ყოფილი ლიდერის ვაჟიშვილის, საიფ ალ-ისლამ კადაფის სასამართლო პროცესი. ლიბიის პროკურატურის პრესმდივანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პროცესი დაიწყება მიუხედავად საიფ ალ-ისლამის დაპატიმრების ორდერისა, რომელიც გაცემული აქვს ჰააგაში დაფუძნებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. პრესმდივნის თქმით, პროკურატურამ დაასრულა კადაფისთვის წაყენებულ ბრალდებაში ჩამოთვლილი დანაშაულების გამოძიება. თავის მხრივ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც აქვს წაყენებული ბრალდებები ლიბიის ყოფილი ლიდერის, მოკლული მუამარ კადაფის შვილისთვის - მას ბრალად უყენებს ლიბიაში შარშანდელი კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს და შიშობს, რომ ლიბიაში არ არის შექმნილი პირობები საამართლიანი პროცესის ჩასატარებლად. თავად საიფ ალ-ისლამი ითხოვს ჰააგაში დაფუძნებულ სასამართლოში გასამართლებას.
XS
SM
MD
LG