Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობის ჯარებმა იერიშები მოაწყეს დამასკსა და ალეპოში


სირიის მთავრობის ჯარებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ტანკები, ვერტმფრენები და არტილერია, ხუთშაბათს ზედიზედ მეორე დღე გააგრძელეს იერიში დამასკის სამხრეთ გარეუბნებზე. როგორც იუწყებიან, ეს არის ყველაზე მასტშაბური იერიში დამასკთან მას შემდეგ, რაც არმიამ გამოაცხადა, რომ გასულ თვეში აღადგინა კონტროლი დედაქალაქის უდიდეს ნაწილზე. ცნობების თანახმად, ხუთშაბათს ათობით ადამიანი დაიღუპა დამასკის ორ რაიონზე თავდასხმებისას. ხოლო ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს მკვიდრთა ცნობით, მთავრობის ჯარები დაბრუნდნენ უმეტესწილად ქრისტიანებით დასახლებულ უბნებში, რომლებსაც გასული შაბათ-კვირის შემდეგ მეამბოხეები აკონტროლებდნენ.
XS
SM
MD
LG