Accessibility links

თურქმა ჯარისკაცებმა მოკლეს 16 ქურთი მეამბოხე


თურქი ოფიციალური პირების განცხადებით, 16 ქურთი მეამბოხე და ხუთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპნენ სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰაკარის პროვინციაში შეტაკების შედეგად. როგორც იუწყებიან, მეამბოხეებმა გზის პირას ჩადებული ბომბები ააფეთქეს სამხედრო ავტომანქანასთან და ცეცხლი გაუხსნეს ჯარისკაცებს, რასაც კონტრშეტევა მოჰყვა. ბოლოხანს გახშირდა ძალადობა თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის, რომლებიც იბრძვიან სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთთა ავტონომიისათვის.
XS
SM
MD
LG