Accessibility links

logo-print

ირანის ოპოზიციის ლიდერი ჰოსპიტალიზებულია


ირანის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მირჰოსეინ მუსავი, რომელიც 2011 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება, საავადმყოფოში მოათავსეს. ირანული ოპოზიციური საიტების ცნობით, ექიმებმა მას გულის დაავადება დაუდგინეს და ის ინტენსიური თერაპიის კურსს გადის. ირანული ოპოზიციური მოძრაობის, ”იმედის მწვანე გზის” წარმომადგენელმა არდეშირ არჯმანდმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა და დასძინა, რომ მუსავის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ირანის უმაღლეს ლიდერ ალი ჰამანეის ეკისრება, რადგან პატიმრობამდე მუსავი ჯანმრთელი იყო.
XS
SM
MD
LG