Accessibility links

logo-print

ველომრბოლელ ლანს არმსტრონგს შესაძლოა, ჩემპიონის წოდებები ჩამოართვან


ლეგენდარულ ამერიკელ ველომრბოლელ ლანს არმსტრონგს ჩემპიონის წოდებების ჩამორთმევა ემუქრება მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ აღარ გააპროტესტებს დოპინგის გამოყენების ბრალდებას, რომელიც მას წაუყენა შეერთებული შტატების დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტომ. ხუთშაბათს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში, არმსტრონგი უსამართლოს უწოდებს მის წინააღმდეგ მიმართულ პროცესს და ამბობს, რომ აღარ მიიღებს თავის დასაცავ ზომებს, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახსა და კიბოსთან ბძროლის ფონდს. დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტოს განცხადებით, 40 წლის არმსტრონგს ჩამოართმევენ ველორბოლა "ტურ დე ფრანსის" გამარჯვებულის შვიდივე წოდებას და სამუდამოდ აუკრძალავენ ტურნირებში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG