Accessibility links

logo-print

უკრაინაში აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს


უკრაინაში უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მიმართავენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციებთან დაკავშირებით. წესრიგზე ზრუნვა ევალება 16 000-მდე მილიციელს. კიევში ჩატარდა ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი, რომლის მონაწილეებმაც უზარმაზარი დროშა ააფრიალეს პოეტ ტარას შევჩენკოს ძეგლთან. ოპოზიციურ გაერთიანება „მამულის“ ლიდერმა, დაპატიმრებულმა იულია ტიმოშენკომ უკრაინელებს მოუწოდა „დიქტატურასთან“ ბრძოლისაკენ. ეს მიმართვა პარასკევს გამოქვეყნდა ტიმოშენკოს ვებსაიტზე. დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ კიევი კვლავაც მიისწრაფვის ევროპაში ინტეგრაციისაკენ, მაგრამ არ დაუშვებს უცხოეთიდან მის საქმეებში ჩარევას. იანუკოვიჩმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე აღნიშნა, რომ ინტეგრაცია არ უნდა მოხდეს „დამოუკიდებლობის დაკარგვის ხარჯზე“.
XS
SM
MD
LG