Accessibility links

logo-print

მერკელი ემხრობა ევროზონაში საბერძნეთის დარჩენას


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, მისივე თქმით, სურს, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს. მერკელმა პარასკევს ბერლინში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასთან შეხვედრაზე გამოთქვა რწმენა, რომ ათენი ყველა ღონეს მიმართავს ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. სამარასი ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვს, მეტი დრო მისცენ ათენს მომჭირნეობის მკაცრი ზომების და რეფორმების გასატარებლად, რაც აუცილებელი პირობაა საბერძნეთის მიერ უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მისაღებად. ნათელი არ არის, ბერლინში დაყაბულდნენ თუ არა საბერძნეთს რეფორმებისთვის მეტი დროს მიცემაზე. ხვალ სამარასი პარიზში ხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.
XS
SM
MD
LG