Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა თანახმაა გაეროს ახალ წარმომადგენელთან თანამშრომლობაზე


სირიის მთავრობის განცხადებით, ის თანახმაა ითანამშრომლოს სირიის საკითხში გაეროს ახალ წარმომადგენელთან, ლახდარ ბრაჰიმისთან. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დამასკი იმედოვნებს, რომ ბრაჰიმი ხელს შეუწყობს „ეროვნულ დიალოგს“ კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. ოპოზიციური ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის“ მონაცემებით, მარტო ხუთშაბათს სირიაში 100 ადამიანი დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, იზრდება სირიიდან ლტოლვილების რიცხვიც. ლტოლვილთა საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის პრესმდივნის, ადრიან ედვარდსის განცხადებით, „რეგიონში აგვისტოს განმავლობაში დრატამულად გაიზარდა სირიელი ლტოლვილების რიცხვი. ახლა რეგიონში 200 000-ზე მეტი ლტოლვილი გვყავს, რაც აღემატება ჩვენს მიერ ნავარაუდევ რიცხვს - 2012 წელს რეგიონში 185 ათას ლტოლვილს. ამიტომ ცხადია, რომ გეგმის გადასინჯვა მოგვიწევს“, - უთხრა ედვარდსმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსს".
XS
SM
MD
LG