Accessibility links

logo-print

კახი კალაძე პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს ხელისუფლებას


კოალიცია "ქართული ოცნების" სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კალაძე პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს ხელისუფლებას. როგორც კალაძემ განაცხადა თბილისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დაკითხეს "პროგრესბანკის" მოლარე და კრედიტოფიცერი, რომლებსაც კალაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. კალაძის თქმით, ეს ორი პირი 20 აგვისტოს დააკავეს თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. კალაძე "პროგრესბანკში" 79%-იან წილს ფლობს. ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება როგორც ანგარიშების დაყადაღებით, ისე 18 მილიონი ლარის ჯარიმით, რომელიც კალაძეს დაეკისრა აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG