Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკელი თავდამსხმელი ამოცნობილია


კაცი, რომელიც პოლიციამ 24 აგვისტოს ნიუ-იორკის ცენტრში მოკლა, ჯეფრი ჯონსონი აღმოჩნდა. როგორც ჟურნალისტებს აცნობა ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, ჯონსონმა ჯერ საკუთარი კოლეგა მოკლა, შემდეგ კი პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. სროლაში 9 ადამიანი დაიჭრა. ერთი წლის წინ 53 წლის ჯონსონი ერთ-ერთი კომპანიიდან ქალთა ტანსაცმლის დიზაინერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ამის გამო პარასკევს მან კომპანიის შენობასთან ჯერ სკანდალი მოაწყო, შემდეგ კი სროლა ატეხა. პოლიცია გამორიცხავს ჯეფრი ჯონსონის კავშირს ტერორისტებთან.
XS
SM
MD
LG