Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია მოუწოდებს ბრიტანეთს და ეკვადორს გააგრძელონ დიალოგი ასანჟის გარშემო


ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც შეხვედრა გამართეს ვაშინგტონში, მოუწოდეს ბრიტანეთს და ეკვადორს განაგრძონ დიალოგი ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის გარშემო. ასანჟმა თავი შეაფარა ლონდონში ეკვადორის საელჩოს, რათა თავიდან აეცილებინა მისი დაკავება და შვედეთისთვის გადაცემა. სკანდინავიის ამ ქვეყანაში ის სექსუალური დანააშაულისათვის არის ეჭვმიტანილი. ეკვადორმა მას მიანიჭა დიპლომატიური დევნილის სტატუსი. ეკვადორის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ შიში გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ასანჟს აშშ-ს გადასცემს. ოკეანის გაღმა, ავსტრალიელს წაყენებული აქვს ბრალდება აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების გამო. ეკვადორი ბრალად სდებდა ბრიტანეთს, რომ მის საელჩოში ძალით შეჭრას გეგმავდა, ასანჟის დაპატიმრების მიზნით. ბრალდებას ლონდონი უარყოფს.
XS
SM
MD
LG