Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს მოელაპარაკა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საბერძნეთი დარჩება ევროზონაში, თუ გამოავლენს სერიოზულობას საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მცდელობებში. სამარასმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ გაუმკლავდება პრობლემას. თავისი შეხვედრებისას ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთა, სამარასი ითხოვს გაუგრძელონ საბერძნეთს ამ დეფიციტის შემცირების ვადა. დღეს მოქმედი შეთანხმებით, ათენმა 2015 წლისთვის საბიუჯეტო ხარჯები უნდა შეამციროს 11,5 მილიარდი ევროთი, რათა სექტემბერში მიიღოს კრედიტის ახალი შრანში. თუ ეს არ მოხდა, საბერძნეთს მოუწევს დეფოლტის გამოცხადება და ევროზონის დიტოვება. პარასკევს სამარასთან მოლაპარაკების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, როცა საბერძნეთის შესახებ საერთაშორსო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშს გაეცნობიან.
XS
SM
MD
LG