Accessibility links

logo-print

ირანის ოპოზიციიის ლიდერი საავადმყოფოდან კვლავ შინ დაბრუნდა


ირანის ოპოზიციის ლიდერი, მირ ჰოსეინ მუსავი, რომელიც საავადმყოფოში ხუთშაბათს მოათავსეს, კვლავ დააბრუნეს შინ, სადაც ის პატიმრობაშია 2011 წლის თებერვლის შემდეგ. მუსავის მრჩეველმა, არდეშირ არჯომანდმა, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ მუსავის ჯარმრთელობა უმჯობესდება მას მერე, რაც მას 22 აგვისტოს ანგიოგრაფია ჩაუტარდა. მუსავი და რეფორმისტი სასულიერო პირი, მეჰდი ქარუბი შინა პატიმრობაში მოათავსეს მას მერე, რაც მათ ხალხს მოუწოდეს „არაბული გაზაფხულისთვის“, მხარდამჭერი დემონსტრაციისკენ. მუსავი და ქარუბი ირანის ხელისუფლებას 2009 წლის არჩევნების გაყალბებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG