Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას გაზის სფეროში რუსეთთან ურთიერთობის ხასიათის შეცვლა სურს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ სურს შეცვალოს რუსეთთან ურთიერთობის ხასიათი გაზის სფეროში. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას იანუკოვიჩმა გაზის თემას უწოდა მგრძნობიარე და თქვა, რომ ის არასოდეს გაქრება ორმხრივი ურთიერთობიდან. უკრაინას სურს შემცირდეს რუსეთისგან შეძენილი გაზის საფასური, რაც დადგენილია ყოფილი პრემიერ- მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ხელისუფლებაში ყოფნისას, 2009 წელს. ტიმოშენკო ამ შეთანხმებების გამო შვიდწლიან სასჯელს იხდის საპატიმროში.
XS
SM
MD
LG