Accessibility links

ვენესუელის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 24 ადამიანი დაიხოცა ვენესუელის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, შაბათ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად. ათეულობით პირი დაშავდა. შემთხვევა მოხდა სანავსადგურო ქალაქ ამაუაისთან. ვენესუელის ენერგეტიკის მინისტრის, რაფაელ რამინესის განცხადებით, 1 საათსა და 15 წუთზე მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. გაზის გაჟონვის წყაროს ადგენენ, თქვა რამინესმა. ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, იქ დღეში 645 ათას ბარელ ნავთობს ამუშავებენ.
XS
SM
MD
LG