Accessibility links

logo-print

ლიბიის დედაქალაქში რადიკალმა სუნიტებმა მავზოლეუმი დაანგრიეს


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, რადიკალმა ისლამისტებმა დღეს დილით ბულდოზერებით დაანგრიეს ალ-შააბ ალ-;აჰმანის მავზოლეუმი. ეს ბოლო ორ დღეში მეორე ასეთი აქტია. პარასკევს ფუნდამენტალისტებმა ააფეთქეს შეიხ აბდესალამ ალ-ასმანის მავზოლეუმი ქალაქ ზლიტენში, ტრიპოლიდან 160 კილომეტრში. რა არის საბაბი ძალადობისა, არ არის ცნობილი. რადიკალი სუნიტები, სალაფიზმის მიმდევრები, თვლიან, რომ ადრემაჰმადიანური რწმენა უნდა აღდგეს. მათი აზრით, შეძენილი ტრადიციები, მათ შორის წმინდანების საფლავების პატივისცემა, არასასურველია.
XS
SM
MD
LG