Accessibility links

logo-print

უკრაინამ რუსეთს პუტინზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტნალი გადასცა


უკრაინამ ექსტრადირება გაუკეთა ეჭვმიტანილს, რომელსაც ბრალდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მომზადება. როგორც რუსეთის მედია იუწყება, ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინი მოსკოვში ჩაიყვანეს დღეს. ოდესაში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანმილები დააკავეს 4 იანვარს. ილია პიანზინი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და მან გასცა ჯგუფის სავარაუდო ლიდერი, გროზნოელი ადამ ოსმანოვი. გამოძიება აცხადებს, რომ ჯგუფი პუტინზე თავდასხმას გეგმავდა. რუსეთმა ეჭვმიტანილთა გადაცემა ითხოვა. ოსმანოვის გადაცემა შეჩერდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG