Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქარიშხლის მოახლოების გამო


აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალ „აიზეკის“ მოახლოების გამო გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. „აიზეკმა“ გადაურა უკვე ჰაიტის სამხრეთს და სამი ადამიანი იმსხვერპლა, ახლა მას კუბაზე, შემდეგ, ხვალისთვის, ფლორიდაში მოელიან. ორშაბათს, ამ შტატის სიდიდით მესამე ქალაქ ტამპაში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაა, მასზე 50 ათას ადამიანს მოელიან. ფლორიდის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა დელეგატებს მოუწოდა, არ გააუქმონ მგზავრობა, განაცხადა, რა, რომ მაშველები მოერევიან ქარიშხლის ნებისმიერ შედეგს, და რომ აეროპორტი მოქმედებს. ყრილობაზე მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი ნომებრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად გამოცხადდება. .
XS
SM
MD
LG