Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ნილ არმსტრონგი, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე


გარდაიცვალა ნილ არმსტრონგი, ამშშ-ის ყოფილი ასტრონავტი, პირველი ადამიანი, რომელმაც ფეხი დადგა მთვარეზე. არმსტრონგს თვის დასაწყისში კორონარული არტერიების ბლოკადის შემდეგ გულის შუნტირება გაუკეთეს. ის 82 წლისა გარდაიცვალა. არმსტრონგი "აპოლონ 11-ის" კოსმოსური ხომალდის ეკაპაჟის მეთაური იყო. მან ფეხი შედგა მთვარეზე 1969 წლის 20 ივლისს. ცნობილია მისი სიტყვები, გამოთქმული დედამიწის თანამგზავრზე, რომ „ეს ერთი პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ უზარმაზარი ნახტომი კაცობრიობისთვის“. არმსტრონგთან ერთად სამი საათი დაჰყო მთვარეზე, ედვინ ბაზ ალდრინმა. 1969 წლის შემდეგ, 1972-მდე 12-მა ამერიკელმა დადგა ფეხი მთვარეზე.
XS
SM
MD
LG