Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის დედაქალაქში გაიხსნა მიუმხრობელი ქვეყნების კონფერენცია


ირანის დედაქალაქ თეირანში გაიხსნა მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის კონფერენცია. მოძრაობაში 120 ქვეყანაა გაერთიანებული. კონფერენციაზე მოელოდნენ 35 სახელმწიფოს მეთაურებს და 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს. ირანში მიწვეულია გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი. შეხვედრის გახსნისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აქბარ სალეჰიმ მოუწოდა დელეგატებს, ხელი შეუწყონ დიალოგს ცივილიზაციებს შორის და ფხიზლად იყვნენ „ჩარევის ეგოისტური პოლიტიკის მიმართ“. სალეჰიმ მიმართა შეკრებილებს ასევე, რომ წინ აღუდგნენ „ცალმხრივ ეკონომიკურ სანქციებს“, რომელსაც უწესებენ ზოგიერთი სახელმწიფოები მიუმხრობელ ქვეყნებს. მანვე მოუწოდა მიუმხრობელ ქვეყნებს გააძლიერონ მშვიდობა და მოსპონ დისკრიმინაცია. მისი თქმით, გაეროს უშიშიროების საბჭოს მზარდი გავლენა აქვს და საჭიროა მისი რეფორმირება. მოელიან, რომ ირანი წარმოადგენს სირიის სამშვიდობო გეგმას და ირანის ეროვნული უშიშიროების საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, ბორუჯერდი შეხვდება სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს.
XS
SM
MD
LG