Accessibility links

აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ ქარიშხლის გამო გადადო კანდიდატად მიტ რომნის დასახელება


აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ გადადო პრეზიდენტობის კანდიდატად მიტ რომნის ოფიციალური დასახელება. პარტიის ყრილობა უნდა გამართულიყო ფლორიდაში, ტამპაში, რომელსაც უახლოვდება ქარიშხალი „აიზეკი“. ორშაბათის ნაცვლად ყრილობა გაიმართება სამშაბათს და უფრო ხანმოკლე იქნება. ტროპიკული ქარიშხალი „აიზეკი“ ფლორიდას უახლოვდება. მან სამხრეთ ჰაიტიში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG