Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი


ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ფაუზი აბდელ-ალი გადადგა მისი სამსახურების მუშაობის მიმართ კრიტიკის გამო. ძალოვან სტრუქტურებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს ქვეყანაში ძალადობის შეჩერება, კერძოდ, სუფისტურ ობიექტებზე თავდასხმების თავიდან აცილება. აბდელ-ალის მრჩეველმა განაცხადა, რომ მინისტრმა გადადგომა გადაწყვიტა მას მერე, რაც მკაცრი შენიშვნები გაისმა პარლამენტის წევრებისგან. ლიბიის ზოგიერთი ოფიციალური პირის თანახმად, თავდასხმების უკან ულტრაკონსერვატორი ისლამისტები დგანან.
XS
SM
MD
LG