Accessibility links

logo-print

გერმანიის მთავრობა 2011 წლამდე წვრთნიდა ბელორუსიის პოლიციას


გერმანიის გაზეთ ”ტაგესშპიგელის” ცნობით, ბელორუსიის 500 პოლიციელი 2011 წლამდე გერმანიაში იწვრთნებოდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნა დაიწყო 2008 წელს და ძირითადად გულისხმობდა ფეხბურთის მატჩების მსგავსი მასობრივი ღონისძიებების დროს პოლიციის მუშაობაზე რჩევების მიცემას. ბელორუსიელ პოლიციელებს 2010 წელს საშუალება ჰქონდათ თვალყური ედევნებიდათ როგორ მოექცნენ გერმანელი პოლიციელები ანტი-ბირთვული აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ბირთვული ნარჩენების ჩრდილოეთ გერმანიაში გაგზავნისთვის. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, პოლიციისთვის დახმარების მიზანი იყო ბელორუსიაში რეფორმის ხელშეწყობა. ამ სახის დახმარება შეიზღუდა 2010 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ლუკაშენკომ ასეულობით ოპოზიციონერი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG