Accessibility links

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება ქარიშხალი ”აიზეკი”


აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მექსიკის ყურის სანაპიროსთან მცხოვრებლებს ევაკუაციის რჩევა მისცეს ქარიშხალ ”აიზეკის” მოახლოების გამო. ქარიშხლის სიმძლავრე წინასწარი მონაცემებით მეორე კატეგორიით ფასდება. თუკი სიმძლავრე მესამე კატეგორიას მიაღწევს, მოსახლეობის ევაკუაციას იძულებითი ხასიათი ექნება. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული შტატებში: ფლორიდა, ლუიზიანა, ალაბამა და მისისიპი. რეგიონში გაუქმებულია ასობით ავია და საზღვაო რეისი. საგანგებო ვითარების გამო სამშაბათისთვის გადაიდო ფლორიდაში დღეისთვის დაგეგმილი რესპუბლიკური პარტიის სხდომა, რომელზეც მიტ რომნი ოფიციალურად უნდა ყოფილიყო წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად.
XS
SM
MD
LG