Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში ჩამოაგდეს მთავრობის ჯარების ვერტმფრენი


ორშაბათს დამასკში ჩამოვარდა სირიის მთავრობის სამხედრო ვერტმფრენი მას შემდეგ, რაც მას, სავარაუდოდ, რაკეტა მოხვდა მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლისას. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტი, თუმცა არ მოუყვანია ინციდენტის დეტალები. ასევე სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციონერი აქტივისტები მთავრობის ჯარებს ადანაშაულებენ მორიგ ხოცვა-ჟლეტაში მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა სამი დღის წინ დაიპყრეს დამასკის გარეუბანი დარაია, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ვრცელდება სხვადასხვა ცნობა დაღუპულების რაოდენობაზე - ისინი 300-600-მდე მერყეობს. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ცნობებს მსხვერპლის შესახებ, სირიაში არასამთავრობო მედიის შეზღუდვის გამო.
XS
SM
MD
LG