Accessibility links

logo-print

ლეიბორისტები მიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და დავით ბაქრაძე არჩევნების გაყალბებაზე შეთანხმდნენ


ლეიბორისტული პარტია მიიჩნევს, რომ 26 აგვისტოს, ცაგერში "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ არჩევნების გაყალბების შეთანხმების ნიშნად ერთმანეთს ხელი ეკლესიაში ჩამოართვეს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახაბერ ძაგანიამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ”ქართულმა ოცნებამ” გასული შაბათ-კვირა გამოიყენეს საარჩევნო კომისიებში ძალაუფლების გადასანაწილებლად, სხვა სატელიტ პარტიებთან ერთად და ეს ყველაფერი ცაგერის ტაძარში ხელის ძმური ჩამორთმევით აღნიშნეს. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია და ივანიშვილის კოალიცია ამომრჩეველთა ხმებსაც ასევე გაინაწილებენ.
XS
SM
MD
LG