Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 სექტემბერს მმართველი პარტია ყრილობას გამართავს საქართველოს რამდენიმე ქალაქში


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 1 სექტემბერს თბილისში და საქართველოს 11 ქალაქში ყრილობას გამართავს. პარტიის სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქალაქში საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი რეგიონის პარტიული შტაბის წევრებმა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა. თაქთაქიშვილის ცნობით, საარჩევნო ყრილობაზე პარტიის ლიდერები საზოგადოებას გააცნობენ საარჩევნო პროგრამას "მეტი სარგებელი ხალხს." ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ყრილობა წინასაარჩევნო პარტიული ღონისძიებაა და შესაბამისად, ყველა ხარჯს საარჩევნო ფონდიდან გაიღებენ და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება.
XS
SM
MD
LG